რეზონანსი
10.02.2024

„ყოფილი ნაციონალები არ არსებობენ" - ასე ეხმიანება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირებულ ადამიანებს.

მას ამის მაგალითად ნიკა გვარამია მოჰყავს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ ფიგურანტად ასახელებს:

„ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ, ასევე არ არსებობენ ყოფილი ნაციონალები - ეს გამორიცხულია. ადამიანი, რომელიც სააკაშვილის იდეებით იყო მოწამლული, ვერავითარ ახალ ძალას ვერ გააკეთებს. ეტყობა როგორღაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი თავებისთვის, რომ ნოემბრიდან-ნოებრმადე ამ საშინელი ფილმის დამდგმელი რეჟისორი და გამხმოვანებელი გვარამია, არის ფრთიანი ანგელოზი და ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში. ასევე გადაწყვეტილი აქვთ თავისი თავისთვის, რომ ამ ადამიანების, მათ შორის მათი ახალი კუმირის - გვარამიას - "წმინდა ძროხად" გადაქცეულის მიერ დარბეული მიტინგები, დაქცეული ჩვენი ქვეყანა, დატერორებული ბიზნესი - თურმე მისაღები ყოფილა. ამას აკეთებდა გვარამია, ის საკუთარი ხელებით ჭედდა იმ ჯოჯოხეთს, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლიანი პერიოდი ერქვა ამ ქვეყანაში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×