რეზონანსი
14.02.2024

საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ემანუელ მაკრონის ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის მტკიცედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის სამხედროების შესაძლო ოპერაციას.

„ამან შეიძლება მხოლოდ ახალი სიმძლავრის ჰუმანიტარული კატასტროფა და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევა იქნება და რეგიონული ესკალაციის დამატებით რისკს მოიტანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×