რეზონანსი
14.02.2024

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. "7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია! ახლა გამოუშვეს, რის საფუძველზე, არ ვიცი... პრეზიდენტს არ შეუწყალებია" - დაწერა რამდენიმე წუთის წინ თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში.

როგორც „ინტერპრესნიუსს" გიორგი მამალაძის ძმამ განუცხადა, დეკანოზმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა და ის ოჯახში იმყოფება.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×