რეზონანსი
15.02.2024

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოს, ვაკის, ისანის, მთაწმინდა,  კრწანისსა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემს. 

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 3000-ზე მეტი  ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 „ყველა, ვინც  ცხოვრობს სახელმწიფო, ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართში 10 წელზე მეტხანს და სურთ აღნიშნული უძრავი ქონების დაკანონება, პირველ ეტაპზე უნდა მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას. იმ შემთხვევაში თუ გამგეობის მიერ წარმოდგენილი იქნება შუამდგომლობა, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო განიხილავს და განახორციელებს შესაბამის პროცედურებს,“ - აღნიშნა ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×