რეზონანსი
15.02.2024

პოლონეთში, ქალაქ ლუბინში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულები 41, 42 და 46 წლის ქართველები არიან, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელ ბინებში შეჭრა და ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა ედებათ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის ნივთები და ფული მოიპარეს.

დაკავებულებს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×