რეზონანსი
15.02.2024

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 პირი დამნაშავედ ცნო - მოსამართლე ნინო სახელაშვილის ამ გადაწყვეტილებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მოსამართლემ ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაზეა დაკავებული და რომელიც, ასევე, საქმის მთავარი მოწმეა, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს კი პატიმრობა 5 წლითა და 6 თვით შეეფარდათ.

მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულების ახლობლებმა განაჩენი გააპროტესტეს. ისინი ბრალდების მხარეს დაუპირისპირდნენ - აცხადებენ, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილია და მხოლოდ ის უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ. სასამართლო პროცესზე სიტყვა ითხოვა მოკლულის დედამ. მან მკვლელობის გარემოებაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ლეღვაში ბაჟუნაიშვილების სახლში გასულ წელს მოხდა. 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტყეში დამარხული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე ასევე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულის მამა და ბიძაც. მამას 5 წლით, ბიძას კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×