რეზონანსი
22.02.2024

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" საბოლოო მიზანი კიევი უნდა იყოს.

„სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. ბევრი სამუშაო გვაქვს. შეიძლება თუ არა, ეს კიევი იყოს? დიახ, ალბათ, ეს კიევი უნდა იყოს. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი - კიევი რუსული ქალაქია. მეორე - მას აკონტროლებენ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომელთა სათავეშიც აშშ დგას", - აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, ეს მიზანი შეიძლება მიღწეული იყოს ან ახლა, ან გარკვეული დროის შემდეგ, კონფლიქტის სხვა ფაზის განვითარების დროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×