რეზონანსი
04.03.2024

დღეს, 2 მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე პირი გარდაიცვალა. "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა, ოთხი კი დაშავებული. დაშავებულთაგან ორს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა. დანარჩენი ორი პირის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად კატასტროფის ჯგუფები იყო გამოძახებული, რადგან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, მეორის კი სტაბილურად მძიმე.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მე–8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×