რეზონანსი
04.03.2024

უკრაინის სამართალდამცავების განცხადებით, ომის დროს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში 40 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ვიქტორია ლიტვინოვამ კონფერენციაზე: "კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების აღდგენა: მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოების ელემენტი", განაცხადა.

"OGP-მ უკვე აცნობა რუსეთის ფედერაციის 40 სამხედრო მოსამსახურის ეჭვის შესახებ. სასამართლოში უკვე გაგზავნილია 17 საბრალდებო დასკვნა 25 პირის მიმართ", - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ორ ადამიანს უკვე მიესაჯა 12 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დღეის მდგომარეობით, პროკურორებმა და გამომძიებლებმა 274 ფაქტი დააფიქსირეს.

"მსხვერპლთა შორის - 177 ქალი, 97 მამაკაცი და 13 არასრულწლოვანია... მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ხერსონის რეგიონში - დაახლოებით 80 ადამიანი, დონეცკის ოლქში - 73 ადამიანი, კიევის რეგიონში - 53 ადამიანი." - განაცხადა ლიტვინოვამ.

მანვე აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ოკუპანტების მიერ მონახულებულ ყველა ტერიტორიაზე.

გაცნობებთ, რომ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სასწრაფო დროებითი რეპარაციების საპილოტე პროექტი დაიწყო. სატესტო ფაზაში, პირველი მარტიდან 31 მარტამდე 40 დაზარალებული მიიღებს ანაზღაურებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×