რეზონანსი
11.03.2024

„ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს.

"მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება ამით ხმები დააკლდეს," - განაცხადა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×