რეზონანსი
11.03.2024

ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციას სჭირდება ის გადაწყვეტილებები, რაც კანონით არის დაინიცირებული და რაც გულისხმობს იმას, რომ კანონის მიღების შემდგომ, საქართველოში არსებულ ყველა ავტორიზებულ უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა [ონლაინსწავლება დანერგოს], - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ეს მიმართულებები იქნება საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლების ისეთი მიმართულებები, სადაც თეორიული სალექციო-სასემინარო პროცესის განხორციელება დისტანციურად არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, არსებული პროგრამის ფარგლებში გარკვეული კომპონენტები განახორციელონ ონლაინ და არანაირი სავალდებულო მექანიზმი არ არის. ასევე მათ შეეძლებათ გაიარონ ახლიდან აკრედიტაცია და სრულად შექმნან ონლაინ სწავლების პროგრამა. მაგრამ ვაზუსტებ, ეს იქნება მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებებით, ვინაიდან, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით, ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია", - აღნიშნა ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×