რეზონანსი
12.03.2024

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცმა ავტომობილები დაწვა. "ინფო რუსთავის" ცნობით, 25 წლამდე კაცმა ცეცხლი კორპუსთან მდგომ "ოპელის" მარკის ავტომობილს წაუკიდა, შემდეგ კი "ვოლვოს" მარკის მანქანაზე გავრცელდა.

როგორც კაცის მეზობლები ამბობენ, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი მხრიდან ეს ხანძრის გაჩენის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ახალგაზრდა რუსთავის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ინფორმაციისთვის, დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. მან წლების წინ ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტს ცეცხლი წაუკიდა.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×