რეზონანსი
12.03.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძის თქმით, 2 წელი ცდილობდნენ სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოება მოეტყუებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ყველაფერი იყო სიყალბე.

„ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ორი წელი ატყუებდნენ საზოგადოებას, ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, შეიძლებოდა, ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ვუყურებდით მთელი ორი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე, სიყალბე. ა

მ ფონზე, როცა კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი, გაუგებარია. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. შესაძლოა, მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც, მაგალითად, რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×