რეზონანსი
14.03.2024

ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა მისცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის ქცევა შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ", - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ავსტრიიდან გაძევებული რუსი დიპლომატების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×