რეზონანსი
14.03.2024

DRG მეთოდთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრები გაიმართება, ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, DRG მეთოდი უნდა იყოს სამართლიანი, აქედან გამომდინარე, საჭირო იქნება მსჯელობა.

„DRG არის მეთოდი და ინსტრუმენტი, როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისის ანაზღაურება, ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, ალბათ მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ შეიძლება გახდეს სრულყოფილი არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იყოს იმგვარად მხარდაჭერილი, ფუნქციონირებადი, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×