რეზონანსი
14.03.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ადამიანური განვითარების ანგარიშს ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას.

„საქართველო განაგრძობს ადამიანური განვითარების ინდექსში აღმავალი ტრაექტორიით სვლას და უკვე მესამე წელია ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას - "ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე". მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს მდგრადი პროგრესი ასახავს ეკონომიკურ, სოციალურ და არჩევანის თავისუფლების მიმართულებით ძალისხმევას.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 71-ე ადგილს იყო ჩამოცდენილი. მას შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ადამიანური განვითარების ინდექსში 11 საფეხურით დაწინაურდა. საყურადღებოა, რომ საქართველო ერთადერთია კავკასიაში "ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონით", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×