რეზონანსი
15.03.2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა და ოპოზიციის მდგომარეობა შეაფასა:

„იციან საზოგადოების განწყობა, რომელიც ამ პროპაგანდის მიმართ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია, მაგრამ იმავდროულად აქვთ პასუხისმგებლობები საკუთარი პატრონების და დავალებების მიმცემებისთვის, შესაბამისად, ორ ცეცხლს შუა არიან, ამიტომ გაჩუმების გზა აირჩიეს. თუმცა მათ საზოგადოების წინაშე საბოლოოდ პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივის დაანონსებიდან, რომელმაც ლგბტ პროპაგანდა და ადამიანის უფლებები უნდა გამიჯნოს, ორი კვირა გავიდა. საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციისა და მესამე სექტორის მოსაზრებები ამ დრომდე არ მოუსმენია. იდეის მოწინააღმდეგეები, რომლებიც პროპაგანდას მოგონილს უწოდებენ, „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბარს მას შემდეგ აპირებენ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამ პოზიციით ოპოზიცია პროპაგანდის მხარეს დგას და ერთი-ერთში იმეორებს „თბილისი პრაიდის“ მოფიქრებულ და დონორებისთვის მიწერილ იდეას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×