რეზონანსი
30.03.2024

ნიკა გვარამია რომ არ ენდობა ევროპულ სასამართლოს, ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის?! რამდენჯერ უნდა უთხრას ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას და სხვებს, რომ თუ შენ გაძარცვავ საკუთარ ტელევიზიას, ბანკს, თუ მოჰპარავ ოჯახის წევრს რაიმეს, დამნაშავე არის დამნაშავე. ამის შეგნება მათ არ სურთ, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა, რითაც იგი გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

„გვარამიას წამოსცდა, რომ მისი ძალიან ძვირადღირებული ადვოკატებით შეესევა გაეროს ადამიანის უფლებათა მიმართულებით მოქმედ კომიტეტს, რომელსაც თავისი პროტოკოლი აქვს და შესაძლოა, ეს 2-3 წელი გაიწელოს და ამ პერიოდში მას სურს, რაღაც ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. თქვას, აი, საქმე ჯერჯერობით განხილვაშია და დადასტურებული არ არის", - განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სურს, დღევანდელ სასამართლოებში „ადეიშვილის, გვარამიას მოსამართლეები იხილონ" და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოსამართლეებს ნამდვილად ენდობოდნენ.

„ჩვენთვის ყველაფერი დადასტურებულია. ამ ხალხს მეხსიერება კი არ ღალატობს! გადასარევად ახსოვთ მათი სასამართლო. მათ სურთ სასამართლოში იხილონ კვლავ ადეიშვილის, გვარამიას მოსამართლეები და აი, მათ კი ისინი ნამდვილად ენდობიან. სხვა შემთხვევაში, რა ევროპელებიც ეგენი არიან და პროდასავლელებიც, ამითაც ჩანს. შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ევროპას და ევროპულ ინსტიტუციებს აგინონ, უნდობლობა გამოუცხადონ, ისევე როგორც თავის დროზე არ სჭირდებოდათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ და რუსეთის აგენტს ეძახდნენ და ახლა როგორ მოახერხეს ასეთი დამეგობრება?! მაშინ რუსეთის აგენტი იყო და ახლა არის უდიდესი პატრიოტი და ყველაზე სამართლიანი მსაჯული?!", - აღნიშნა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×