რეზონანსი
31.03.2024

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მისი დეკლარაციის შემოწმების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და ამტკიცებს, რომ "არც ერთხელ კითხვა არ ყოფილა," რაზეც მას პასუხი არ გაუცია.

ის ასევე ამბობს, რომ მის ოჯახსა და "პენსიონერ მამას" ლეგალური შემოსავლები და მრავალმილიონიანი ქონება აქვს.

"არც ერთხელ, რა თქმა უნდა, ეს თავის მართლება არ არის...არც ერთხელ, არცერთ საკითხზე კითხვა არ ყოფილა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. არც ერთხელ. კითხვა არ არსებობს უბრალოდ. თქვენ ახსენეთ ჩემი ოჯახი. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად კანონიერი ბიზნესსაქმიანობა და ქონება. ამის თაობაზე, თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პენსიონერს.

მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, რომელიც მან შექმნა სხვადასხვა საშუალებებით. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით საჯარო ინფორმაციაა, მე მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია," - ამბობს ღარიბაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×