რეზონანსი
31.03.2024

ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან, ხავსს ეკიდებიან - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველი ხალხს, ჩართულია, დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებს ოპოზიცია 26 ოქტომბერს.

„ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. ამიტომ ეკიდებიან ხავსს. მოიფიქრეს, მოდი, დამატებით უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. მათ არაფერი უშველით, უბნის დამატებას წყვეტს ხელისუფლება.

თუ დიასპორის წარმომადგენელს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?

პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველი ხალხს, საქართველოს ინტერესებს. ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×