რეზონანსი
04.04.2024

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მოსამართლემ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომაზე ქალის გაკეთებული განცხადება კი გამოძიების გავრცელებულ თავდაპირველ ინფორმაციას თავდაყირა აყენებს. 29 წლის ნატო ხელაძე აცხადებს, რომ ქმარი მას არ მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია. დაცვის მხარე ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდება კი პატიმრობას.

მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×