რეზონანსი
04.04.2024

ეს ადამიანი შევა ისტორიაში, როგორც არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთი რიგითი აქტივისტი, - ამის შესახებ ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ეს ადამიანი გვახსოვს, რომ იყო სახალხო დამცველი, თუმცა რეალურად იყო ნიკა გვარამიას ასისტენტი. ჩაისვამდა გვარამია და დირექტივებს აძლევდა, თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.

გვახსოვს მისი ე.წ. დასკვნა, „ობიექტური დასკვნა", რომ სააკაშვილი, თურმე წამების მსხვერპლი იყო. ეს ადამიანი შევა ისტორიაში, როგორც არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთი რიგითი აქტივისტი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ნინო ლომჯარიას შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ღია საზოგადოების ფონდში" არასამთავრობოების შეკრებისას, იქ მყოფი ლომჯარია მაშველ რგოლს ითხოვდა და ამბობდა - „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება".

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×