რეზონანსი
04.04.2024

პარლამენტის შენობის წინ, სადაც ორგანიზაციების „ჯიუტის", „კარისა" და „ტალღის" წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ საორგანიზაციო შეხვედრას მართავდნენ, „პირველი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე.

„მოამბის" ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, რასაც ბურჭულაძის შვილის მხრიდან ჟურნალისტის მისამართით აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

შუქრი ბურჭულაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური თავდასხმის მცდელობასაც, თუმცა სიტუაცია საბოლოოდ საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×