რეზონანსი
10.04.2024

მამუკა მდინარაძის სიტყვებს არანაირი, კაპიკის ფასი არ აქვს არავისთვის მთელ საქართველოში, იმის მერე რაც გააკეთა, - ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ თუ ვინმე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეუძლიათ ხვალვე წაიღონ ეს კანონპროექტი უკან.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება გამჭვირვალობა უნდა დღეს მათ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა დააინიცირეს ღარიბაშვილის და მისი ოჯახის შესაძლო დაუსაბუთებელ ქონებაზე.

“მამუკა მდინარაძის სიტყვებს არანაირი, კაპიკის ფასი არ აქვს არავისთვის მთელ საქართველოში, იმის მერე რაც გააკეთა. მამუკა მდინარაძე არის პირდაპირ ასოციაცია სიტყვის გამტეხელი კაცის. რაღაც რომ დაუმტკიცო გაიტანს და თავის სიტყვას შეასრულებს? რომელი მამუკა მდინარაძე, შარშან რომ იძახდა აღარ შემოვიტანთ ამ კანონსო? გამჭვირვალობა თუ უნდა ჩვენს ხელისუფლებას, დღეს ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა დავაინიცირეთ ღარიბაშვილის და მისი ოჯახის შესაძლო დაუსაბუთებელ ქონებაზე. გამჭვირვალობა თუ უნდა „ქართულ ოცნებას” შემოვიდეს, კვორუმი არ ჩააგდოს, წინანდელივით სასაცილოდ არ მოიქცეს, შეგვაქმნევინოს საგამოძიებო კომისია და ვნახოთ. 100 ათასიან ევროიანი საათი რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეკეთა, ევროპაში ყველაზე ღარიბი და ღატაკი ქვეყნის, ნახევარ მილიონიანი საათი, არ გაინტერესებთ საიდან იშოვა და როგორ იყიდა?” - აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ ვინმე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეუძლიათ ხვალვე წაიღონ ეს კანონპროექტი უკან. როგორც მდინარაძემ განმარტა, წაუკითხავ კანონს აპროტესტებინებენ ხალხს და „თავისას მიერეკებიან პიარულად“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×