რეზონანსი
11.04.2024

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა ცი­ხი­დან წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მას სა­პა­ტიმ­რო სა­კან­ში უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევს ყოფ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ქა­რა და არ გა­მო­რი­ცხავს, მოკ­ლან და თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნა­რი დად­გან.

"14 მარტს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მი­ზე­ზი ყო­ფი­ლა ის, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვ­და, უარი უთხრეს და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ყელი გა­მო­იჭ­რა, რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარ­მა სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბა და­ვი­წყეთ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ი­წყო რეპ­რე­სი­ე­ბი და მუ­ქა­რით გვთხოვ­დნენ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე პი­რა­დად მი­თხრეს, რომ ობო­ბი­ან და ტა­რაკ­ნე­ბით სავ­სე სა­კან­ში ან კარ­ცერ­ში გა­და­მიყ­ვან­დნენ. მა­ინც რომ არ და­ვე­მორ­ჩი­ლე, 10 კა­ცამ­დე შე­მო­მი­ვარ­და კა­მე­რა­ში. ამ დროს ლო­გინ­ზე ვი­წე­ქი, მეც­ნენ, გად­მო­მაგ­დეს გი­ნე­ბით და შემ­დგნენ ფე­ხე­ბით. და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით წა­მათ­რი­ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კა­მე­რა­ში.

ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი რა­ტომ მოგ­ვი­წყვეს პრო­ვო­კა­ცია და რა­ტომ შეგვყა­რეს ასე ტყუ­ი­ლად კარ­ცერ­ში. ჩემს გვერ­დით კა­მე­რა­ში მყო­ფი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს - აკ­რძა­ლულ ნივთს ჩა­გი­დებთ და სას­ჯელს გა­გი­ხან­გრძლი­ვებთ თუ არ გა­ჩერ­დე­ბი­თო, ასე დაგ­ვე­მუქრნე­ნო. ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­ვა­წო­დე და მოვ­თხო­ვე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის და­არ­ქი­ვე­ბა, თუმ­ცა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სამ­სა­ხუ­რის­გან სა­ხალ­ხო დამ­ცველს უპა­სუ­ხეს, რომ 14 მარ­ტის 23 სა­ა­თი­დან 12 სა­ა­თამ­დე ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გამო ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამ ამ­ბის გამო მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე, ვიცი რო­გორ მებ­რძვის სის­ტე­მა. არ ვიცი რო­დის შე­მო­მი­ვარ­დე­ბი­ან სა­კან­ში, მო­მახ­რჩო­ბენ და ჩა­მომ­კი­დე­ბენ, თავი მო­იკ­ლაო. კა­მე­რა­შიც მარ­ტო ვარ, მოწ­მეც არ იარ­სე­ბებს" - ამ­ბობს ბად­რი ესე­ბუა წე­რილ­ში, რო­მელ­საც მის ად­ვო­კა­ტი ასა­ჯა­რო­ებს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×