რეზონანსი
11.04.2024

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ამ ცვლილებების მოტანის საუკეთესო შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადებით დეპუტატი „გორბის" კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი უყურებდეს იმ პროცენტს და ციფრებს, რომლებიც ღიად აჩვენებს, რომ მისი 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის, ისინი თავიანთი დაწერილი მანიპულირებული ციფრებით და პროპაგანდირებით არიან დაკავებულები, რომლითაც ალბათ, მხოლოდ თავის დაწყნარებას ცდილობენ. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები და ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ამ ცვლილებების მოტანის საუკეთესო შესაძლებლობა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×