რეზონანსი
11.04.2024

ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საინფორმაციო ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ერთ მუშტად შეიკრნენ ის ძალები, რომლებიც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვიან მართალ სიტყვას.

„სიტყვას და სიმართლეს აქვს ყველაზე დიდი ძალა. ისინი ხვდებიან, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა. ეს არ არის ისტორიაში პირველად, როდესაც მართალ სიტყვას ებრძვიან. ახლა ჩვენი საზოგადოება სწორედ ამას ხედავს, რომ ერთ მუშტად შეიკრა ის ძალები, რომლებიც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვიან მართალ სიტყვას. მათ შორის, სულ ახლახან რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია Fact Check, რომელიც მილიონობით უცხოურ დაფინანსებას იღებს იმისათვის, რომ ვითომ გადაამოწმოს სიმართლე და ტყუილი, განასხვაოს საზოგადოებამ ტყუილი და სიმართლე, თავად სოციალურ მედიაში ასპონსორებს ტყუილს. ამ დონეზე არის მისული ასეთი საქმიანობა. მართალ სიტყვას ყველაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. იციან, რომ ეს გავლენა არის და ებრძვიან მართალ სიტყვას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×