რეზონანსი
11.04.2024

ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ, - ამის შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ F-15-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი თვალსაზრისით, ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პილოტებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ. ღაზაში ომის შუაგულში ვართ, რომელიც მთელი ძალით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად დაუღალავ ძალისხმევას ვაგრძელებთ, მაგრამ ასევე სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ვემზადებით", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×