რეზონანსი
13.04.2024

სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და პირიქით, ხელისუფლება არის ვალდებული, გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „შავი ფულის მოძრაობის საკითხებთან დაკავშირებით", პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩართული არიან საერთო სისტემაში და ზოგადად, ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფო მაქსიმალურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით უცხოელ პარტნიორებთან.

„მინდა შევახსენო საზოგადოებას. თუ რაიმე კითხვა, არგუმენტი აქვს ვინმეს, განსხვავებული მოსაზრება აქვს, პარლამენტი არსებობს ამისთვის და იქ უნდა გააგრძელონ ეს დებატები. უფრო მეტს გეტყვით, მანამდე მე ოპოზიციის ხმა საერთოდ არ მსმენია, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ოპოზიცია საერთოდ ხმას ვერ იღებდა. მეორე მხრივ, რატომ მოიწყინა ჩვენმა ოპოზიციამ ან „ენჯეოებმა" ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ. ასე, რომ გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ. დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ, რაიმე სიმართლე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×