რეზონანსი
13.04.2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციელს".

ანალიტიკოსის თქმით, ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა. „ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უზუსტესი შეფასება - რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს! და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით. მერამდენედ ვიტყვი - ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა. ქართული საზოგადოება სამაგალითოდ მომთმენია, თორემ აქამდე სავარძლიანად გამოათრევდნენ ორბელიანების სასახლიდან ისე, რომ ვერანაირი დაცვა უშველიდა."- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×