რეზონანსი
13.04.2024

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. სო­ფელ მამ­ხუ­ტში 33 წლის ბი­ჭის ცხე­და­რი ნა­წა­მე­ბი მე­ზობ­ლებ­მა იპო­ვეს. ის შშმ პირი იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს და სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით აწა­მეს. ცხე­დარს აღე­ნიშ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­მა­კაცს ყელი გა­მოჭ­რეს, მა­ნამ­დე კი სცე­მეს, რად­გან მას ჩამ­სხვრე­უ­ლი აქვს კბი­ლე­ბი. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ისა­აკ გუ­სე­ი­ნო­ვია.

ის უკვე გა­და­ას­ვე­ნეს სა­კუ­თარ სახ­ლში. მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლებს მომ­ხდა­რის მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის სახ­ლი­დან მარ­ტო არა­სო­დეს გა­დი­ო­და, ამიტომ ეჭ­ვო­ბენ, რომ მა­მა­კა­ცი მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან, მთის ფერ­დობ­ზე აიყ­ვა­ნეს და იქ გა­უს­წორ­დნენ.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი მკვლე­ლე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ.

„გო­რა­ზე ვი­პო­ვეთ მოკ­ლუ­ლი, 7 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყელი გა­მოჭ­რეს. კბი­ლე­ბი სულ ჩამ­სხვრე­უ­ლი ჰქონ­და, ნა­წა­მე­ბია. ვი­თხოვთ ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას. შშმ პირი იყო, სა­უ­ბა­რიც არ შე­ეძ­ლო, მარ­ტო არა­სო­დეს მი­დი­ო­და, ალ­ბათ, ვი­ღა­ცამ მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე არც მან­ქა­ნის კვა­ლი არ იყო. ვი­თხოვთ მკვლე­ლის ან მკვლე­ლე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას. ის ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ცხო­ვე­ლიც კი არ მო­ექ­ცე­ო­და ადა­მი­ანს, რო­გორც მას მო­ექ­ცნენ" - ამ­ბო­ბენ „ტვ პირ­ველ­თან" მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×