რეზონანსი
13.04.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გამოწვეული ემოციებისთვის ნაკრების ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს მადლობას უხდის.

„მადლობა 26 მოთამაშეს, რომლებმაც გამოიჩინეს უდიდესი დისციპლინა, შრომისუნარიანობა და სტაბილურობა. ასევე, მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარს, თქვენ მაჩუქეთ ყველაზე მძაფრი ემოციები ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. მადლობა, მადლობა, მადლობა, საქართველო!" - წერს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში გაიმარჯვა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ნახევარფინალში ლუქსემბურგს მოუგო (2:0), ფინალში კი პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×