რეზონანსი
13.04.2024

პრეზიდენტმა აირჩია გზა, რომ დაუპირისპირდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„მან ასევე აქცენტები გააკეთა, რომ სულ მალე არჩევნები და ცოტა დრო არის დარჩენილი, ნამდვილად, ცოტა დრო აქვთ დარჩენილი, რომ ქართველი ხალხისა და საზოგადოების მხრიდან მათ უმსგავსობებს საბოლოოდ დაესვას წერტილი

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველას ლეგიტიმაცია დაკარგული ექნება. მე მოვუწოდებ მას ( სალომე ზურაბიშვილი) რომ თუ რაიმე იმედი აქვს საკუთარი თავის, გარისკოს და შემოვიდეს ამ ბრძოლაში. ადვილია საუბარი, როდესაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერებით ხარ იმ სკამზე მოკალათებული, სადაც ახლა ის არის და უტრიალდები საკუთარ ამომრჩეველს და მათ წინააღმდეგ მიდიხარ", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ ჰყავს ამომრჩეველი და „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის იმედადაა.

„არჩევნები საკმაოდ დაძაბული იქნება, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ. ის ნდობა, რომელიც ხალხის მხრიდან გვაქვს, ის პრინციპული არჩევანი, რომელსაც ქართველი ხალხი აკეთებს - ვის მხარეს იდგეს, ეს რეიტინგებითაც ჩანს. „ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ჩვენ ამ შესაძლებლობას, ქართველ ხალხთან ერთად გამოვიყენებთ", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×