რეზონანსი
13.04.2024

არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ევროპული და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებთან წინააღმდეგობაში. რატომ შეიძლება იყოს ასე აღქმული გამჭვირვალობა, თითქოს ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს აბსოლუტურად უარგუმენტო პოზიციაა და ვფიქრობ, ამაზე მეტი დისკუსიაა საჭირო , - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ეს კანონი არ იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ უცხოური გავლენა აუცილებლად უნდა იყოს უარყოფითი, აუცილებლად უნდა იყოს ცუდი და უნდა იყოს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ეს ასე რომ იყოს, სხვაგვარი გზები არსებობს იმისთვის, რომ იმუშაო იმაზე, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა აღკვეთო. ამისთვის გყავს უსაფრთხოების სამსახურები, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვა. ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ უცხოურ დაფინანსებებზე.

ევროკავშირის დირექტივაშიც ასეა ნათქვამი, რომ მოსახლეობისა და მოქალაქეების არაინფორმირებულობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ჩვენთანაც ასეა - თუკი ჩვენს მოქალაქეებს დავუმალავთ რა დგას პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკან, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუშლის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიულ პროცესებს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×