რეზონანსი
14.04.2024

„ნაციონალურ მოძრაობაში“ამბობენ, რომ „მთავარი არხის“ კვლევით "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით რჩება - პარტია შედეგებს არ ენდობა.

„სრულიად არასერიოზული და არასწორი მონაცემები“ უწოდა „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას  ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა ობოლაძემ.

„თუ ამ მონაცემებს გავყვებით და დავუჯერებთ, „ქართულ ოცნებას“ აქვს უფრო მეტი რეიტინგი, ვიდრე ყველა სხვა ოპოზიციას ერთად აღებული. „ქართული ოცნება“ არათუ რჩება ხელისუფლებაში, მას საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი აქვს. ეს მონაცემები არაა სწორი. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა რომ შეცვალოს ხელისუფლება, მოსახლეობის უმრავლესობა ხმას აძლევს ოპოზიციას და არჩევნებზე ქართველი ხალხი აუცილებლად გააფორმებს თავის გადაწყვეტილებას - შეცვლის პრორუსულ ხელისუფლებას და მოვა კოალიციური ხელისუფლება“ - თქვა ობოლაძემ კვლევის შედეგების შეფასებისას.

„მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 7,2% აფასებს, უარყოფითად - 58,2 პროცენტი, არც დადებითად და არც უარყოფითად კი - 26,4 პროცენტი.

რაც შეეხება ხელისუფლების საქმიანობას, ამავე კვლევით, სახელისუფლებო გუნდის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 37,6 პროცენტი, დადებითად - 26,9 პროცენტი, არც დადებითად და არც უარყოფითად - 31,2 პროცენტი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა: * ქართული ოცნება - 31.4% * ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 9.6% * ახალი - 9.1% * საქართველოსთვის - 3.3% * ლელო საქართველოსთვის - 3.0% * ლეიბორისტული პარტია - 1.7% * ევროპული საქართველო - 1.4% * კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4% * მოქალაქეები - 1.4% * ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3% * ხალხისთვის - 1.1% * გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1% * გირჩი - 1.0% * სამართლიანობისთვის -0.4% * ხალხის ძალა - 0.4% * პატრიოტთა ალიანსი - 0.4% * ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3% * რესპუბლიკური პარტია - 0.2% * კანონი და სამართალი -0.2% * სხვა პარტია -0.2% * არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია -17.3%; * არცერთ პარტიას - 6.9% * უარი პასუხზე -3.6% * არ წავალ არჩევნებზე - 3.3%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×