რეზონანსი
14.04.2024

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძემ აცხადებს, რომ "გირჩის" მიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე „მსჯელობა შეიძლება".

უფრო კონკრეტულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.

"ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ გონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს [ხვიჩია] "გირჩის" მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული განწყობა, შესაბამისად, "გირჩი" აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შეტანას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×