რეზონანსი
14.05.2024

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ალბათ ვეტოს დონეზეც დაარღვევს, თუმცა შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს კონკრეტული მუხლები და მოტივირებული შენიშვნები უნდა ახლდეს.

„პრეზიდენტი კონსტიტუციას პერმანენტულად არღვევს. მისი მხრიდან ვეტო ნიშნავს, რომ ვეტოს კონკრეტული მუხლები და ხედვა უნდა ახლდეს, მათ შორის, მოტივირებული შენიშვნები, ამის გარეშე ვეტო არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხშიც ვერ გარკვეულა. ალბათ კონსტიტუციას აქაც დაარღვევს, თუმცა მას შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×