რეზონანსი
22.05.2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-სახელმწიფო მდივნის პოზიციას ეხმიანება, რომლის თანახმად ამერიკის კონგრესი მზადაა ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე იმსჯელოს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ ფონზე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა გასაკვირი არაა. ქადაგიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ფსევდო-ლიბერალური ზღვარგადასული წესრიგის გამო, შექმნილ ტურბულენტობაში, სამწუხაროდ, საქართველოსაც უწევს ფრენა.

„ატყობთ, რა მასშტაბის ეგზისტენციალურ კატასტროფასთანაა დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა?! ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას განიხილავენ (ნუ, მიზეზები, მოტივი და სანქციების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ცალკე კატასტროფის თემაა) ჰოდა, ნურავის გიკვირთ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა.

სრულ სიგიჟეშია გადავარდნილი ფსევდო-ლიბერალური წესრიგი, ყველას და ყველაფერს ემუქრებიან, ვინც მათ უსიტყვოდ არ ემორჩილება... ახლა მაინც ხვდებით, რა მასშტაბის ტურბულენტობაში უწევს საქართველოს ფრენა?! ერთი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც ამ ფსევდო-ლიბერალიზმის დემონტაჟი დაიწყო რეგიონში და შესაბამისად, მსოფლიოში!“- წერს ქადაგიძე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის მზად იქნება, იმუშაოს სენატის საგარეო კომიტეტის „რესპუბლიკელ“ წევრებთან ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ კანონმდებლობაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×