რეზონანსი
04.06.2024

პარტია „ ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალური მოძრაობისა და უცხოელი ელჩების შეხვედრას აფასებს. ხუნდაძე თქმით, ძალადობრივი პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს, ელჩებს მათი ოფისის დარბევის შესახებ ესაუბრება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის შესახებ არაფერს ჰყვება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საგამოძიებო უწყებისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ხელის შეშლაც ძალადობის ფორმაა. დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ უცხოელი ელჩები ფაქტებს ობიექტურად შეაფასებენ.

„ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთეს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი წარსულიც უამბონ მათ - რა ძალადობრივი წარსულით ფიგურირებდნენ ისინი ქართულ პოლიტიკაში. ძალადობდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც - როცა ოპოზიციაში არიან. ასევე, მექნებოდა სურვილი, რომ ელჩებმაც ობიექტურად შეაფასონ ეს ფაქტები. რა თქმა უნდა, იმას, რაც ოფისში მოხდა, სჭირდება გამოძიება. როცა გამომძიებელს არ უშვებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და იქით საყვედურობენ, თითქოს ვინმე გამოძიებას არ ატარებს - ესეც ძალადობის ფორმაა, რაც ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელია", - აღნიშნა ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×