რეზონანსი
17.06.2024

რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ და რასაც ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აკეთებს, ევროპისგან ყველაფერს ველოდები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მგონია, რომ ხელისუფლებას საკუთარი რიტორიკა იზოლაციაში აგდებს და იზოლაციის ბოლო გაჩერება სანქციებია.

„პასუხი 24-ში იქნება, თუ 34-ში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცნაირად, მგონია, რომ ხელისუფლებას საკუთარი რიტორიკა იზოლაციაში აგდებს და იზოლაციის ბოლო გაჩერება სანქციებია, რაზეც ამერიკელებმა უკვე ღიად განაცხადეს და ევროპელებიც ამაზე ასე თუ ისე ლაპარაკობენ. ინფორმაცია არ მაქვს, ევროპელები ამას ახლა აპირებენ თუ მომავალში, ისინიც შეიცვლიან ქცევას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×