რეზონანსი
12.07.2024

პარტნიორების მხრიდან არ არის სწორი საქციელი, როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და, პრაქტიკულად, თავდასხმაზე გადაამისამართებენ, მაგრამ ეს რეალობაა. თავდასხმაში ვგულისხმობ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ძირითადად დესტრუქციით გამოირჩევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს დეფიციტი შევსებულია და უფრო მეტი თანხა იქნება მობილიზებული, ვიდრე თავდაცვის სექტორისთვის დასავლეთის დახმარებით იყო გათვალისწინებული".

„მაშინ, 2008 წელს დასავლეთში ნახევარი გულით მოეკიდნენ საქართველოში რუსეთის შემოჭრას. სამაგიეროდ, მთელი გულით ეკიდებიან ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის მხარდასაჭერად დაფინანსებას, განცხადებებს და ორმაგი სტანდარტების ამოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და წინასაარჩევნო მანიპულაციაა დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ, რათა მათ რამენაირად სული შთაბერონ. ხედავთ, რაღაც დაფინანსებაზე საუბრობენ, რომელსაც შეუწყვეტენ ქვეყანას და ამ თანხას გადაამისამართებენ არასამთავრობო სექტორისკენ, რომლის იმედადაც ცდილობენ, ქვეყანაში აურზაური მოაწყონ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×