ნატალია ჯვარიძე
29.07.2024

F-16 ტიპის ავიამოიერიშეების სამართავად წვრთნა წარმატებით ამ დროისთვის მხოლოდ 6-მა უკრაინელემა პილოტმა გაიარა. როგორც გამოცემა „ტელეგრამი" წერს, საწვრთნელ პროცესში ნატოს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო.

Washington Post - ის განმარტებით, გარდა იმისა, რომ F-16 ტიპის ავიამოიერიშეების სამართავად ცოტა პილოტია გაწვრთნილი, არც ავიამოიერიშეების მყისიერი გამოყენება იქნება შესაძლებელი, რადგან რუსულმა ძალებმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა საკმაოდ გააძლიერეს.

ცნობისთვის, უკრაინა ავიამოიერიშეებს აგვისტოში მიიღებს და მათი რაოდენობა არ იქნება ისეთი, როგორც ამას უკრაინა ელოდა. ისინი აგვისტოში ჯამში 20 F-16 - მიიღებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის თქმით, დასავლელი პარტნიორები უკრაინას ძალიან ცოტა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს აძლევენ იმისათვის, რომ რუსეთთან გამკლავება შეძლონ.

გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის აზრით, მოკავშირეების თავშეკავება ავიამოიერიშეების გადაცემის შესახებ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირება ნაკლებად რეალისტურია.

„დეტალებს ვერ გეტყვით, თუ რატომ ითრევენ ფეხს მოკავშირეები აღნიშნული თვითმფრინავების გადაცემაზე, თუმცა, არა მგონია მის მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს. უკრაინა 120-130 ერთეულს ითხოვდა, პრინციპში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მიაწვდიან ამ თვითმფრინავებს, რაოდენობაში უფრო მეტიც კი გამოსდიოდათ, იმიტომ რომ, თუ არ ვცდები 30 ცალს მარტო ნიდერლანდები აწვდიდა, 22 კიდევ რომელიღაცა სკანდინავიის ქვეყანა და ა.შ. ასე რომ, დაახლოებით ეს რაოდენობა უგროვდებოდათ", - აღნიშნა კაპანაძემ

როგორც კაპანაძე ამბობს, ამის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული თვითმფრინავები უკრაინას ერთდროულად გადაეცემებოდა, არც ყოფილა

„კონკრეტულად, რატომ ვერ გადაეცათ ერთდროულად დაახლოებით ეს რაოდენობა ჩვენ არ ვიცით, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია. შესაძლოა, ჯერ უკრაინა ტექნიკურად არ არის მომზადებული იმისასთვის, რომ ამდენი თვითმფრინავი მიიღოს, არ ჰყავს ეკიპაჟებული მზად და ამის გარდა აუცილებელია დანაყოფებიც ხომ მოსამზადებელია, რომელსაც დოკუმენტების თარგმნა სჭირდება.

„ერთ თვითმფრინავზე 7-10 მომსახურე პერსონალი მოდის და ესენიც ხომ უნდა მომზადდეს? გამორიცხული არაა, რომ ესენი არ არიან მზადყოფნაში. მე როგორც ვიცი. ლაპარაკი არც იყო იმაზე, რომ უკრაინა ყველაფერს ერთად მიიღებდა. საუბარი იყო იმაზე, რომ თანდათან, ეტაპობრივად მოხდებოდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×