რეზონანსი
05.12.2024

რონ პოლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ მაკადამსი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებებს, მათ შორის, "მოლოტოვის კოქტეილების" აღმოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, საინტერესოა რაში სჭირდებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს "მოლოტოვის კოქტეილები" ოფისში.

"საინტერესოა რაში სჭირდებოდათ "არასამთავრობო ორგანიზაციებს“ მოლოტოვის კოქტეილები. ეს ასევე ცხადყოფს, რატომ სჭირდებოდა საქართველოს კანონის მიღება, რომ ენახა, რომელი უცხო სახელმწიფოები აფინანსებდნენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი", - წერს დენიელ მაკადამსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×