რეზონანსი
07.12.2024

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე წუ­ხელ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ნიკა ალა­ვი­ძე და მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის კად­რებს გა­მო­ცე­მა „მა­უ­წყე­ბე­ლი" აქ­ვეყ­ნებს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ათო­ბით სპეც­რაზ­მე­ლი მამა-შვილს ძა­ლა­დობ­რი­ვად აკა­ვებს. ფაქტს შე­ეს­წრო ნიკა ალა­ვი­ძის მე­უღ­ლეც.

ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, 2019 წელს და­ი­ნიშ­ნა.

„და­ი­ჭი­რეს მის შვილ­თა ერ­თად! უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი და მარ­თლა თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი!რა­ნა­ი­რი სა­მარ­თა­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ალა­ვი­ძის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი და­კა­ვე­ბის თე­მას.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სად არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი ალა­ვი­ძე და მისი შვი­ლი. მათ და­კა­ვე­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ კეთ­დე­ბა.

და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ალა­ვი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ფოტო და და­წე­რა:

„ეს უმ­სგავ­სო­ბა თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბია? ანუ ზე­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მი­ტა­ცე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი რომ „და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით მი­იჩ­ნევს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­დე­ნი­ლია ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა" და ეს ბავ­შვე­ბი უნდა და­ი­ჭი­რონ, თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბია? მოგ­მარ­თავთ ჩემს „ბაბლში" არ­სე­ბულ ქო­ცებს, ქო­ცე­ბის მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რებს, მოქ­მედ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს და ყო­ფილ კო­ლე­გებს!!!! მო­რა­ლის­ტებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს და სპორ­ტსმე­ნებს! და ყვე­ლას ვინც კი ჩემს სოც. მე­დი­ას ადევ­ნებთ თვალს; შენც „გივი"!

პი­რა­დად არ გნიშ­ნავთ, მაგ­რამ ზუს­ტად ხვდე­ბით ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოგ­მარ­თავთ. ეს ნორ­მა­ლუ­რია თქვენ­თვის? და ამის ფონ­ზე კი­დევ ფიქ­რობთ რომ ამ ქვე­ყა­ნას რა­ი­მე მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა ასე­თი უტი­ფა­რი სი­ჩუ­მის და სიმ­ხდა­ლის პი­რო­ბებ­ში?! თქვე­ნი დუ­მი­ლი და­ნა­შა­უ­ლია! ეს ზუს­ტად ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა რაც ორი ათა­სი წლის წინ, ფა­რი­სევ­ლე­ბის გავ­ლე­ნით მა­შინ­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა....".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×