
რუსეთის ლიდერი მზადაა კომპრომისებისთვის, თანახმაა ამერიკის მომავალ პრეზიდენტს მოელაპარაკოს და ომი უკრაინაში დასრულდეს, „თუ სურვილი მეორე მხრიდანაც იქნება".
კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. შეხვედრაზე, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, პუტინმა აღნიშნა, რომ მას ოთხ წელზე მეტია ამერიკის პრეზიდენტთან არ ულაპარაკია, მაგრამ ის „ყოველთვის მზად იყო ამერიკის ლიდერებთან კომუნიკაციისთვის".
„თუ რაიმე მომენტში გაიმართება შეხვედრა ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ბატონ ტრამპთან, დარწმუნებული ვარ, სალაპარაკო ბევრი გვექნება", - თქვა მან.
პუტინი თვლის, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში სუსტი პოზიციები ამ ეტაპზე არ უჭირავს და ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წელს იყო.
ამასთან კონფერენციაზე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებს „ტექნოლოგიურ დუელს" სთვაზობს, საჰაერო თვდაცვის სისტემასა და რუსულ „ორეშინკის" შორის.
„მოდით, აირჩიონ ობიექტი, მაგალითად, კიევში. დააყენონ იქ თავიანთი ყველა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და ჩვენ "ორეშნიკით" დავარტყამთ. მზად ვართ ასეთი ექსპერიმენტისთვის," - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
პუტინმა, რომელიც თავის მარათონულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში რუსეთის სამხედრო მიღწევებს აჟღერებდა, თქვა, რომ მოსკოვი „ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის და მოლაპარაკებებისთვის", მაგრამ რომ „მეორე მხარეც მზად უნდა იყოს".
რუსეთის დიდი ხნის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი შეთანხმება, არამედ მისი მიზანია „გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეებისთვის გარანტიებით".
კრემლის ლიდერი შეხვედრაზე ამტკიცებდა, რომ უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა შობასთან დაკავშირებით კონფლიქტზე ზავის შეთანხმება და პატიმრების გაცვლის იდეა შესთვაზა, თუმცა უკრაინამ ამაზე უარი თქვა.
ამავდროულად, პუტინი პრესკონფერენციაზე იმეორებდა რომ რუსეთის ეკონომიკა "სტაბილურია", თუმცა აღიარა, რომ ფასების ზრდა "საგანგაშო სიგნალია". ბოლო თვეების განმავლობაში რუბლი დაეცა ნავთობის დაბალი ფასების და დასავლეთის სანქციების გამო, ხოლო მოსკოვის ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის მზარდი შეკავების მიზნით
ამის მიუხედავად, პუტინის თქმით, მან „ყველაფერი გააკეთა" , რომ უზრუნველყოს რუსეთის სუვერენიტეტი მისი 24-წლიანი მმართველობის განმავლობაში.
„მე მხოლოდ რუსეთი არ დავიცავი", - თქვა მან. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ვფიქრობ, ჩვენ დავბრუნდით უფსკრულის კიდიდან."
პუტინი ასევე შეეხო სხვადასხვა საშინაო საკითხებს, და რუსეთის დემოგრაფიულ გამოწვევებს.
მარიამ ვეკუა