
22 დეკემბერს ვლადიმის პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინიტრს, რობერტ ფიცოს, კრემლში უმასპინძლა. ფიცო იმ ევროპელ ლიდერებს შორის ერთ-ერთია, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ პუტინთან თანამშრომლობას აგრძელებს. საუბარი რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეეხო. კრემლში ამ ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, ფიცო საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას.
უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს პუტინის დახმარებასა და უკრაინის დასუსტებაში ადანაშაულებს.
„ფიცოს სურს დაეხმაროს პუტინს ფულის გამომუშავებაში ომის დასაფინანსებლად და ამით ევროპის დასუსტებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ფიცო კვირას შეხვდა პუტინს,რათა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. ცნობისთვის, 1-ლი იანვრიდან უკრაინა თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს, ამიტომ სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდების საკითხი აქტუალურია, ხოლო ზელენსკიმიიჩნევს, რომ ამით რუსეთის პრეზიდენტი დამატებითი თანხის გამომუშავებას შეძლებს.
„(ფიცოს) მთავარი მიზანია რუსეთთან ურთიერთობა და ეს არის ის, რაც მას სარგებელს მოუტანს. ეს მართლაც დიდ საფრთხეს უქმნის როგოროც სლოვაკეთს, ისე ევროპას. რატომ არის ეს ლიდერი ასე დამოკიდებული მოსკოვზე? რას უხდიან მას და რითი იხდის?“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია რომ პუტინსა და ფიცოს შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ და ასევე არ უპასუხიათ მედიის კითხვებზე.
ზელენსკის თქმით „მათ ეშინიათ საზოგადოების რეაქციის, ამიტომ ფარულად ცდილობენ დიდი საქმეების გადაწყვეტას“.
პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ფიცომ განაცხადა რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მლნ შესთვაზა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სლოვაკეთის ხმის სანაცვლოდ.
ფიცოს თქმით, მას შემდეგ, რაც ზელენსკის განუცხადა, რომ სლოვაკეთმა გაზის ტრანზიტზე შესაძლოა 500 მლნ ევრო დაკარგოს, უკრაინის პრეზიდენმა მას „გაცვლა“ შესთავაზა.
„უკრაინის პრეზიდენტმა მკითხა - 500 მლნ-ის სანაცვლოდ მივცემ თუ არა მას ხმას (ნატოში), მე ვუპასუხე - რა თქმა უნდა, არასდროს!“ - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტის გარდა ,ფიცო პუტინთან შეხვედრისთვის სხვა ევროპელმა ლიდერებმაც გააკრიტიკეს და მის ამ ქმედებას „ღალატი“ უწოდეს. „რამდენად იაფია შენი სიყვარული?“ - დაწერა ორშაბათს ლიტვის პრეზიდენმა გიტანას ნაუსედამ.
სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერმა მიხალ შიმეჩკამ კვირას ღამით ბელგიურ „ფლეიბუქთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ვიზიტი „ძირს უთხრის სლოვაკეთის ინტერესებს და პარტიორების ღალატის ტოლფასია“.
„უკრაინასთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების ნაცვლად, მან შექმნა პოლიტიკური კონფლიქტი, რაც ყველაზე უარესია ყველა შესაძლო შედეგზე“, - ამბობს შიმეჩკა.
„რობერტ ფიკომ ახლახან აკოცა მასობრივი მკვლელის ბეჭედს კრემლში“, - თქვა ჩეხეთმა EPP-ის ევროპარლამენტარმა დანუშე ნერუდოვამ, - „ეს არის ღალატი და კიდევ ერთი ამორალური ნაბიჯი, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს. რობერტ ფიცო ჩვენთვის უსაფრთხოების რისკია“.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში.
2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომი დაწყების შემდგომ, ევროპელი ლიდერები რუსეთში ვიზიტისგან თავს იკავებენ, თუმცა ნეიტრალური ავსტრიის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის ვიზიტი გამონაკლისს წარმოადგენს.
მარიამ ვეკუა