
თურქეთის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ გასულ თვეს პრეზიდენტ ბაშარ-ალ-ასადის დამხობის შემდეგ ის მზადაა ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში თუ სირია დაიშლება. (თუ ქურთები არ დაემორჩილებიან სირიის ახალ მთავრობას). ერდოღანის თქმით ის არ დაეთნხმება სირიის დაშლას ან „მისი უნიტარული სტრუქტურის მოშლას რაიმე საფარქვეშ".
ასადის რეჟიმის დამხობამ თურქეთი, რუსეთთან და ირანთან ერთად მთავარ გარე მოთამაშეებად აქცია. თურქეთი მხარს უჭერს ამბოხებულ ჯგუფს, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს სირიას, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს, რაც ანკარას აძლევს შესაძლებლობას ქვეყნის ახალ ლიდერებზე ზეგავლენა იქონიოს. ამავდროულად, თურქეთი დიდი ხანია სირიაში მყოფ ქურთებს საფრთხედ აღიქვამს.
„თუ სირიის დაშლის რისკს დავინახავთ სასწრაფოდ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს"-განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.
რა ინტერესები აქვს თურქეთს სირიაში
2011 წლელს სირიაში დაწყებულ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ირანი და რუსეთი მხარს უჭერდნენ ასადს, ხოლო თურქეთი მეამბოხე ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ასადს. თურქეთს კი სამი მთავარი მიზანი აქვს, პირველი YPG/PYD -თან ბრძოლა, სირიელი ლტოლვილების სირიაში დაბრუნება და ლტოლვილთა მორიგი ნაკადის თურქეთში პრევენცია.
ირანს სურდა ასადის რეჟიმის დარჩენა, რადგან ამ შემთვხევაში ის ამ ძალას მისი პარტნიორების, მაგალითად, ჰეზბოლას დასაფინანსებლად გამოიყენებდა.
რუსეთისთვის კი ასადის რეჟიმის დარჩენა წინაპირობა იყო შეენარჩუებინა საზღვაო ბაზები ხმეიმსა და ტარტუსში, რაც მას ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას გაუმარტივებდა.
ანკარას გამიზნული ჰქონდა სირიის ხელისუფლებას მორგებოდა მის რეგიონულ ხედვასა და პოლიტიკას. განსაკუთრებით კი ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების შეკავების საკითხში. ქურთული პარტიების კოალიცია, დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) ჩათვლით, მართავს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციას.
PYD-ის შეიარაღებული ფრთა, სახალხო დაცვის დანაყოფები (YPG), ხელმძღვანელობს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF).
თურქეთი დღეს YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აფასებს და ამბობს, რომ დაჯგუფება დაკავშირებულია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც 1980-იანი წლებიდან ებრძვის აჯანყებულებს თურქეთში.
„ერთადერთი ბედი ელის მათ, ვინც ირჩევს ტერორს და ძალადობას, არის მიწაში დამარხვა იარაღით. ამას ღიად ვამბობ, ამას ვერანაირი ძალა ვერ შეუშლის ხელს", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ორშაბათს განაცხადა, რომ YPG-ის განადგურება სირიაში "გარდაუვალია" და რომ ანკარა არ დაუშვებს დაჯგუფებას ქვეყანაში ყოფნა.
სირია სახელმწიფოებრივი დაშლის საფრთხის წინაშე
სირიის დაშლა კომპლექსურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება, სადაც რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად, არაერთ საერთაშორისო მოთამაშეს განსხვავებული მიზანი აქვს. ექსპერტების თქმით სირიის დაშლა გამოიწვევს არა მხოლოდ ქვეყნის საგრძნობ დესტაბილიზაციას, არამედ მეზობელი ქვეყნების საზღვრებზე გართულებულ ვითარებასაც.
ამ შემთხვევაში ასეთი სურათი იხატება, თურქეთი, რომელსაც არ აწყობს სირიის დაშლა, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ირანი, რომელსაც აწყობს ასადის რეჟიმის ან სხვა „ალაჰისტური" ძალის დაბრუნება, რუსეთი, როგორც „სირიის მფარველი". გაცხადებულად აძლიერებს მის სტრატეგიულ ძალებს სირიაში, დასავლური ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ, განაგრძობენ მხარდაჭერას ქურთულ ძალებზე , რომლებიც იბრძიან ISIS წინააღმდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აშშ-ს სირიის დაშლა სურს.
ტერიტორიულ-ეთნიკური დაპირისპირებები, დემოგრაფიულ ცვლილებები და მიგრაცია, ტერორიზმისა და ნარკომოვაჭრეების „ბაზა", აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაპირისპირებები და ბოლოს, სირიის შიდა განადგურება- ნაწილია შესაძლო შედეგებისა.
თურქეთი არ არის სირიის მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს. ასადის დამხობის შემდეგ ისრაელმა ასობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიის ობიექტებზე და აიღო კონტროლი დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონაზე, რომელიც შეიქმნა 1974 წელს ცეცხლის შეწყვეტის შედეგად. კრიტიკოსები ისრაელს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და სასაზღვრო რეგიონზე კონტროლის გაფართოების მცდელობაში.
მარიამ ვეკუა