მარიამ ვეკუა
31.01.2025

აშშ-ის ახალად არჩეული პრეზიდენტი არალეგალი მიგრანტების გუანტანამოს ციხეში გაგზავნას გეგმავს. საუბარია „ყველაზე საშიშ კრიმინალებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკელ ხალხს". ტრამპის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დამცველები ემიჯნებიან, კუბის მთავრობა კი „მწამებლურს" უწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუანტანამოს ყურეში მიგრანტებისთვის ციხის აშენების ბრძანება გასცა, სადაც 30 000-მდე ადამიანი განთავსდება. ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კუბაში მდებარე აშშ-ს საზღვაო ძალების ბაზაზე, რომელიც განცალკევებული იქნება სხვა დაწესებულებებისგან, განთავსდებიან "ყველაზე საშიში არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ამერიკელ ხალხს საფრთხეს უქმნიან".

ტომ ჰომანი, აშშ-ს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მიგრანტების გადაყვანა შესაძლებელია უშუალოდ აშშ-ს სანაპირო დაცვის მიერ და დაკავების "უმაღლესი" სტანდარტები იქნება გამოყენებული. გაურკვეველია, როდის დაიწყება ობიექტის მშენებლობა ან როდის დასრულდება.

კუბა დიდი ხანია გუანტანამოს "ოკუპირებულად" თვლის და გმობს სკუნძულზე აშშ-ს საზღვაო ბაზის არსებობას 1959 წელს ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. „სისასტიკით, აშშ-ს ახალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ დააპატიმრებს კუბის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გუანტანამოს საზღვაო ბაზაზე ათასობით იძულებით გაძევებულ მიგრანტს, რომლებიც განთავსდებიან წამებისა და არალეგალური ციხეების მახლობლად", - წერს კუბის პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი X-ზე.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა თქვა, რომ განცხადებამ "ადამიანის მდგომარეობისა და საერთაშორისო სამართლის ზიზღი" აჩვენა.

შიში მიგრანტთა თემებში ტრამპის ადმინისტრაციის რეიდების გამო ყოველდღიურად იზრდება.

"ზოგიერთი მათგანი (არალეგალი მიგრანტი) იმდენად საშიშია, რომ არც კი ვენდობით ქვეყნებს მათ დაკავებაში, რადგან არ გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ", - განაცხადა ტრამპმა მიგრანტებზე. "ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ მათ გუანტანამოში გაგზავნას... ეს რთული ადგილია გასასვლელად."

ტრამპის თქმით, დაწესებულება გააორმაგებს აშშ-ს შესაძლებლობებს უსაბუთო მიგრანტების დასაკავებლად.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×