მარიამ ვეკუა
31.01.2025

რუსეთი უკრაინის ფრონტზე ტაქტიკას ცვლის: საფრთხე უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს, ქალაქ პოკროვსკს ემუქრება. რუსეთი დასახლების ალყაში მოქცევასა და ფრონტზე წინ წასვლას გეგმავს. გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კიევზე ზეწოლა კრიტიკულად გაიზრდება. პოკროვკსკის 60 ათასი მოსახლედან ადგილზე 7 ათასი რჩება.

რუსული ძალები ნელ-ნელა პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ ამყარებენ, რომელიც ლოჯისტიკური კვანძია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჯიუტად იცავს ქალაქს, ობიექტის ალყაში მოქცევამ ან დაცემამ შესაძლოა რუსეთს პოზიციების გაძლიერების საშუალება მისცეს აღმოსავლეთში რამდენიმე მიმართულებით თავდასხმების განსახორციელებლად და ომის კრიტიკულ მომენტში კიევზე ზეწოლის გასაზრდელად.

პოკროვსკის გუბერნატორის თქმით, ომამდელ 60 000 მოსახლეობიდან 7 000 დარჩა ადგილზე. ბოლო საფოსტო განყოფილება ცოტა ხნის წინ დაიხურა, ფოსტა ახლა ჯავშანტექნიკით გადაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ პოკროვსკიდან რამდენიმე კილომეტრში ქვანახშირის საბადო მდებარეობს, სადაც მოსალოდნელი საშიშროების გამო მუშაობა შეაჩერეს. უკრაინელ ჯარისკაცებს სთავაზობენ, შახტები და გამოქვაბულები თავდაცვისა და მიმდებარე ტერიტორიების გასამაგრებლად გამოიყენონ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრიდან, ქალაქ დნიპროდან, მოსკოვის ძალებმა ქალაქის მთავარ სარკინიგზო ხაზამდე მიაღწიეს.

„სიტუაცია ზოგადად რთულია, მტერი მუდმივად უტევს ქვეითების ძალებით," - ამბობს უკრაინის 59-ე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე, რომელიც პოკროვსკის ფრონტზე იბრძვის. ოფიცრის თქმით, მტერს ჰყავდა ბევრად მეტი ქვეითი ჯარისკაცი და თავს ჯგუფებად დაესხნენ, რადგან უკიდურესად დიდი წარმატების მიღწევა რამდენიმე საათში სურდათ. ოსტატურად გამოიყენეს ლანდშაფტი და დაბალი ხილვადობის ამინდი დრონებისგან დასამალად.

„დღე და ღამე ისინი წინ მიიწევენ," - განუცხადა ოფიცერმა ბრიტანულ სააგენტო „როიტერზს".

მაიკლ კოფმანი, კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომელი ვაშინგტონში, ამბობს, რომ პოკროვსკის სატრანზიტო მარშრუტების დაცემა განაპირობებს, რუსული ძალების შესაძლებლობას გამოიყენონ, როგორც მთავარი საყრდენი ადგილი ჩრდილოეთის ან დასავლეთისკენ გადასაადგილებლად.

„ესრუსულ ძალებს დნეპროპეტროვსკის რეგიონში პოტენციური წინსვლის წინაპირობას უქმნის... ფრონტის ხაზის უკან ისინი აშენებენ და არემონტებენ სარკინიგზო ხაზებს.

„მათ შემდეგ შეუძლიათ თავიანთი ლოჯისტიკის ამაღლება და ეს საშუალებას აძლევს უფრო დასავლეთისკენ წავიდნენ, დნეპროპეტროვსკის რეგიონი არის დიდი პროვინცია, რომლის აღმოსავლეთი პოკროვსკისკენ არის მიმართული და რუსული ჯარები ამჟამად საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში არიან განლაგებულები, ეს არ არის უკრაინის ოთხი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიძულებს მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, ეს ეხმარება მოსკოვის მიერ ამ რეგიონის ნაწილის ოკიპაციის იდეის განხორციელებას," - აღნიშნა კოფმანმა.

უკრაინის სამხედრო სპიკერმა ვიქტორ ტრეჰუბოვმა განაცხადა, რომ რუსები დასავლეთიდან პოკროვსკის გვერდის ავლით და ალყაში მოქცევას ცდილობენ.

„როგორც ჩანს, ალბათ, პირველად დაიწყეს ცოცხალი ძალის დაზოგვა," - თქვა მან.

ფენიქსმა, ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, აღნიშნა, რომ რუსებმა ახლახან დაიწყეს ახალი ტაქტიკის გამოყენება - სამ-ოთხკაციანი ქვეითი რაზმების გაგზავნა მტრის ტერიტორიის სიღრმეში, რათა ჩაუსაფრდნენ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მანქანებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების დახმარებით.

თუმცა, დასძინა, რომ მთლიანობაში თავდასხმები ნაკლებად ინტენსიური გახდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და რომ რუსეთი 6 თვის წინანდელთან შედარებით ნაკლებ არტილერიას იყენებდა.

ფინელი ანალიტიკოსი პასი პაროინენი ამბობს, რომ უკრაინა იბრძოდა რუსეთის მცირე ქვეითი თავდასხმების დასამარცხებლად, რადგან მას არ აკლდა საკმარისი ადამიანური ძალა ფრონტის ხაზის სრულყოფილად დასაფარად. „უკრაინის ქვედანაყოფებს უბრალოდ ქვეითები ეწურებათ," - თქვა პაროინენმა.

„არ აქვს მნიშვნელობა რა სუპერ მეომრები იბრძვიან ჩვენს რიგებში, რუსები ჩვენზე ჭარბობენ. ეს მტკივა," - თქვა დონეცკის რეგიონში დისლოცირებულმა უკრაინის 59-ე ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა.

„უკრაინას გააჩნია 2 პრობლემა, რომ გაუწიოს მედგარი წინააღმდეგობა რუსეთს, ერთი არის ჯარისკაცების რაოდენობა, არ არის გამოცხადებული, როგორც ვიცით, საყოველთაო მობილიზაცია, თუმცა არის დასმული ასაკობრივი ზღვარი, ახალგაზრდებს 18-20 წლის ასაკის მოქალაქეებს , 26 წლამდე თუ არ ვცდები, არ იწვევნ ჯარში, რაც ქმნის გარკვეულ დეფიციტს უკრაინისთვის, მეორე არის შეიარაღების რაოდენობა, ჯერჯერობით რუსეთი მაინც სჯობნის, აი ეს ორი უპირატესობა აძლევს რუსეთს შესაძლებლობებს, ფრონტზე წინ წაიწიოს, თუმცა რუსეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს, მგონია რომ ჯერჯერობით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ გადავა თუ არა ეს კონფლიქტი უფრო გრძლევადიან კონფლიქტში ან რა სახეს მიიღებს," - განაცხადა „ რეზონანსთან"ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვაბელმა, კახა გოგოლაშილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×