
„გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი" - აშშ-ის სენატში ახალი ადმინისტრაციის პოტენციურ წევრთა საკომიტეტო მოსმენებმა გასულ კვირას ხმაურით ჩაიარა. განსაკუთრებით სკანდალური გამოდგა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, რობერტ კენედი უმცროსის შეხვედრა სენატორებთან, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს ღიად და აქტიურად გამოდიოდა სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ.მას სულ მცირე 50 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ჯანდაცვის მინისტრი რომ გახდეს.
რობერტ კენედი წარსულში ღიად ამბობდა, რომ ვაქცინაცია საშიშია და აუტიზმს ავითარებს, თუმცა საპასუხო კრიტიკის შემდეგ, მიდგომები ოდნავ შეარბილა.
ამერიკელების ნაწილი ფიქრობს, რომ კენედის ანტივაქსერული პოლიტიკა ვაქცინირებული მოზარდების რაოდენობას შეამცირებს, რაც ახალი დაავადებების გაჩენის წინაპირობა იქნება.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ბევრს არ საუბრობს გეგმებზე , თუმცა ხაზგასმით ამბობს ,რომ სექტორში დაასრულებს კორუფციას, ეპიდემიას, ჯანდაცვას დაუბრუნებს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერების" სახელს.
რობერტ კენედი უმცროსს არ სურს ისაუბროს თავის წარსულზე და ანტივაქსერულ პოზიციებზე, თუმცა, სხდომაზე კითხვას - იყო თუ არა წარსულში ანტივაქსერი - თავი ვერ აარიდა და მკაფიოდ უპასუხა „არა", რამაც დარბაზში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
მთელი მოსმენის განმავლობაში სენატორები ასახელებდნენ კენედის წარსულში გაკეთებულ კომენტარებს ვაქცინაციის შესახებ, მოჰყავდათ ციტატები პოდკასტებიდან, ინტერვიუებიდან, რაზეც კენედიმ მარტივად უპასუხა: „ეს ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილია, ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ".
აქცენტები კეთებოდა მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაზე - „ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა", რომელიც ვაქცინააცის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებდა.
აღნიშნული ორგანიზაციის ამჟმინდელმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა:
"მე დიდი ხანია ვმუშაობ ბობისთან. ის ყოველთვის ამბობდა: „მე არ ვარ ვაქცინის მოწინააღმდეგე, მსურს არსებობდეს ნამდვილი მეცნიერება, მსურს იყოს გამჭვირვალობა და მსურს არსებობდეს არჩევანი", - თქვა მერი ჰოლანდმა.
კენედიმ მოსმენის დროს მკაფიოდ და ხმამაღლა აღნიშნა , რომ არასდროს ყოფილა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე, უნრალოდ, მხარს უჭერს უფრო მკაცრ კვლევებს. იგი ამტკიცებდა რომ „არანაირი შეთქმულების თეორეტიკოსი არ ყოფილა".
„ეს არის დამამცირებელი იარლიყი, რომელიც ჩემს მიმართ გამოიყენება. ცოტა სასაცილოა, რათა არ დავსვა რთული კითხვები თქვენს წინააღმდეგ", - განუცხადა მან სენატორებს.
„ყველა ჩემი შვილი ვაქცინირებულია და მე მჯერა, რომ ვაქცინებს გადამწყვეტი როლი აქვთ ჯანმრთელობის დაცვაში", - განაცხადა კენედიმ.
მოსმენის დასაწყისში კენედი და სენატორი რონ უაიდენი, საფინანსო კომიტეტის წევრი, ჩართულნი იყვნენ მწვავე დიალოგში, როდესაც უაიდენი ცდილობდა დაეფიქსირებინა კენედის პოზიცია წითელას ვაქცინასთან დაკავშირებით.
„ბატონო კენედი, ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს სიმართლე. მაშ, თქვენ ატყუებთ დღეს კონგრესს, როცა ამბობთ, რომ ვაქცინის მომხრე ხარ?" - თქვა სენატორმა უაიდენმა.
მეორე მწვვავე დაპირისპირება სენატორი ბერნი სენდერსის კომნეტარმა გამოიწვია.
„კენედი არათუ იყო ანტივაქსერი, არამედ მის მიერ დაარსებული ორგანიზაციის ჯგუფში ყოველ ოთხშაბთს ღიად ყიდდა წიგნებს წარწერით „არა ვაქცინაციას და პრობლემაც არ იქნება", -განაცხადა სენდერსმა.
სანდერსმა კენედის რამდენჯერმე გაუმეორა - მოახდენა თუ არა მის ორგანიზაციაში ცვლილებას, კენედიმ თქვა, რომ ჯგუფში პოსტი აღარ ეკავა, შესაბამისად არანაირი უფლებამოსილება არ აქვს.
ასევე სკანდალური იყო კენედის საპასუხო ბრალდება - მან სანდერსი პანდემიის დროს ფარმაცევტული კომპანიებისგან ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, რის სანაცვლოდაც, მისი თქმით, სანდერსი აქტიურად ებრძოდა ანტივაქსერებს და ღიად გამოდიოდა საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციის მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც თავად სანდერსი პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო.
თავად სანდერსმა დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მართლაც მიიღო შემოწირულობის სახით ფარმაცევტული კომპანიებისაგან დაახლოებით მილიონნახევარი დოლარი, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს არც ისე მნიშნელოვანი შემოწირულობა იყო და იმავე პერიოდში მას ჯამურად გაცილებით მეტი თანხა აქვს მიღებული.
კენედიმ არაერთხელ უარყო, რომ ის ანტივაქსერია. უთხრა სანდერსს, რომ აღარ არის დაკავშირებული ჯგუფთან და პირობა დადო, რომ არ შეეცდება ვაქცინების გაქრობას.
სენატორებმა ასევე გაიხსენეს კენედის წარსული კომენტარები აბორტის შესახებაც. თავის დროზე მან „იქსზე" დაწერა, რომ „აბორტი უნდა იყოს ლეგალური რამდენიმე კვირამდე და შემდეგ აუცილებლად შეზღუდული".
სენატორმა კეტრინ კორტეს მასტომ, ჰკითხა კენედის, იცავს თუ არა ფედერალური კანონი ორსული ქალის უფლებას გადაუდებელი დახმარების შესახებ, თუ მას აქვს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
„არ ვიცი", - თქვა კენედიმ და შემდეგ დაამატა, - „მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ყოველი აბორტი ტრაგედიაა. მე სიამოვნებით ვემსახურები პრეზიდენტს და ვაპირებ მისი პოლიტიკის განხორციელებას".